IPSAS რეფორმა

საჯარო სექტორში IPSAS რეფორმის მიზანია უზრუნველყოს დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად შემოღება და აუდიტირებული, კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება 2020 წლისათვის.

დარიცხვის მეთოდის შესაბამისი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვა და აუდიტირებული, კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნება წარმოადგენს სახელმწიფო სექტორის ფინანსური ანგარიშგების მიმართ როგორც საზოგადოების, ასევე ინვესტორების მხრიდან სანდოობის ამაღლების გარანტს.


სახელმწიფო ხაზინა IPSAS-ის დანერგვის მიზნით საჯარო სექტორში აღრიცხვის რეფორმის ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №701 ბრძანებით სახელმძღვანელოდ მიღებული ”საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სამოქმედო გეგმის” შესაბამისად.


რეფორმის დადგენილ ვადებში განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის №38 დადგენილებით შექმნილია მთავრობის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო “საქართველოს საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების საბჭო” და დამტკიცებულია საბჭოს დებულება. დებულებით საბჭოს ევალება საჯარო სექტორში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საკითხების განხილვა და რეკომენდაციების შემუშავება.


რეფორმის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციასთან (IFAC) გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად და IFAC პოლიტიკის დოკუმენტების მოთხოვნების დაცვით, ქართულ ენაზე გამოქვეყნდა საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) ოფიციალური თარგმანი. აღნიშნული თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) ოფიციალური თარგმანი

 

სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისთვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციაში“  გათვალისწინებულია დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული შემდეგი IPSAS სტანდარტების მოთხოვნები:

  • IPSAS 2 ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
  • IPSAS 3 სააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომები
  • IPSAS 4 უცხოური ვალუტის კურსის ცვლილებებით გამოწვეული შედეგები
  • IPSAS 6 კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგება
  • IPSAS 13 იჯარა
  • IPSAS  19 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები
  • IPSAS 22 სახელმწიფო მმართველობის სექტორის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება ფინანსურ ანგარიშგებაში
  • IPSAS 23 შემოსავალი არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები)
  • IPSAS 24 ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ფინანსურ ანგარიშგებაში

ამასთან, დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული IPSAS სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვის კვალდაკვალ, განხორციელდება აღნიშნული მეთოდოლოგიის დახვეწა.

დარიცხვის მეთოდის შესაბამისი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) სრულად დანერგვამდე, სახელმწიფო ფინანსების მიმართ ანგარიშვალდებულებისა და ტრანსფარენტულობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების საფუძველზე, ყოველწლიურად მზადდება კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის.

რეფორმის ფარგლებში, დარიცხვის მეთოდის შესაბამისი საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IPSAS) დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პერიოდულად მიმდინარეობს საჯარო სექტორში დასაქმებულ ბუღალტერთა ტრენინგები და გადამზადება. ამ მიზნით შერჩეული ტრენერები ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრებისათვის საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებში (IPSAS).

 

 

 


კითხვა-პასუხი
რომელი ვალდებულებების წარმოდგება ხდება წერილის საფუძველზე?
პასუხი
სტატისტიკა და ანალიტიკა
ეროვნული ბანკის კურსი
12 დეკ. 2017
USD 2,6673
EUR 3,1466
GBP 3,5678
სრულად