ფულადი სახსრების მართვა

სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით თავის განკარგულებაში არსებული ფულადი სახსრები განათავსოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ახელმწიფო ხაზინა გეგმავს მის საკუთრებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების აქტიურ მართვაზე გადასვლას.

ამ მიზნით, 2015 წელს შეიქმნა სახაზინო სამსახურის ახალი სტრუქტურული ქვედანაყოფი - ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი, რომლის კომპეტენციაში, სხვა ფუნქციებთან ერთად, შედის ხაზინის ანგარიშებზე ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება, ფინანსური ბაზრის ანალიზი, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევა, განთავსება და მონიტორინგი.

აღნიშნული დეპარტამენტი დაკომპლექტდა კონკურსის შედეგად შერჩეული კადრებით.

პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც საკონსულტაციო კომპანია „ლუის ბერგერის“ მონაწილეობით, სტრატეგიის დოკუმენტის შესამუშავებლად, საქართველოში მოიწვია ამ დარგში დიდი გამოცდილების მქონე უცხოელი ექსპერტები. მათ მიერ ინტენსიური მუშაობის პროცესში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა სხვადასხვა უწყებისა და კომპანიის წარმომადგენლებთან და 2016 წლის თებერვალში შემუშავებულ იქნა ფულადი სახსრების მართვის  სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი.

ხსენებული ექსპერტების მიერ 2016 წლის მარტსა და აპრილში სახაზინო სამსახურისა და საჯარო ფინანსების სფეროში დასაქმებული სხვა თანამშრომელთათვის ჩატარდა ორ-ეტაპიანი ინტენსიური ტრეინინგი ფულადი სახსრების პროგნოზირებაზე, ლიკვიდურობის მართვაზე, ფინანსურ ბაზრებსა და ინსტრუმენტებზე და მათთან დაკავშირებულ საკითხებზე. კერძოდ, განხილული იქნა სავალუტო და ფასიანი ქაღალდების ბაზრები, მათთან დაკავშირებული რისკები, ფინანსური დერივატივები (ფიუჩერსები, ოფციონები, სვოპები), ფინანსური ანგარიშგება, საინვესტიციო სტრატეგია და ფორტფელის მართვა. აგრეთვე ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების, ასევე ქვეყნების რეიტინგები და მათი რანგირების კრიტერიუმები, ბირჟების მუშაობის პრინციპები. ტრეინინგს საინტერესოს ხდიდა პრაქტიკული სავარჯიშოები ამა თუ იმ საკითხზე.

ამასთან, ფულადი სახსრების ეფექტური პროგნოზირებისა და მართვის მიზნებისათვის, ხორციელდება ფულადი სახსრების ნაშთების, შემოსულობებისა და გადასახდელების ისტორიული მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი.

გარდა ამისა, მიმდინარეობს სათანადო საკანონდებლო აქტ(ებ)ის მომზადება/დამუშავება, რომლითაც უნდა განისაზღვროს თავისუფალი ფულადი სახსრების, რისკების, ბანკების, ფინანსური ინსტრუმენტების შერჩევისა და შეფასების კრიტერიუმები. ამ მიზნით, ფულადი სახსრების პროგნოზირებისა და მართვის დეპარტამენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამის დეპარტამენტებთან.

ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით გაიმართა შეხვედრა „ბლუმბერგის“ საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლებთან და შეძენილ იქნა ერთი სამუშაო ადგილი, ხოლო 2016 წლის მაისში სახელმწიფო ხაზინაში მოწვეული იქნენ მისი წარმომადგენლები, რომელთაც ხაზინის თანამშრომლებისათვის ჩაატარეს ტრეინინგი.

გარდა ზემოთაღნიშნულისა, პროცესში აქტიურადაა ჩართული USAID. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ფულის მართვის მოდულის ანალიტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა-შექმნის საკითხებზე. ამ მიზნით გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, როგორც სახაზინო სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში, ასევე ეროვნულ ბანკში და საინფორმაციო სისტემა „ბლუმბერგის“ წარმომადგენლებთან.

შედეგად, შეიქმნა დოკუმენტი, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფულადი სახსრების ეფექტური მართვისათვის საჭირო ელექტრონული სისტემის ფუნქციონალური მოთხოვნები და მახასიათებლები.


კითხვა-პასუხი
სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიზნობრივი გრანტის ხარჯი სად აისახოს ბუღალტრული ანგარიშგების ფორმებში?
პასუხი
სტატისტიკა და ანალიტიკა
ეროვნული ბანკის კურსი
12 დეკ. 2017
USD 2,6673
EUR 3,1466
GBP 3,5678
სრულად