სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული სისტემა

 

სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ვებ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის (PFMS) განვითარება, რომელიც აერთიანებს კანონმდებლობით დადგენილი საბიუჯეტო პროცესის კომპონენტების მხარდამჭერ მოდულებს, რაც საშუალებას იძლევა ბიუჯეტის შედგენა, ასიგნებების მართვა, შემოსულობებისა და გადასახდელების ოპერირება, აღრიცხვა და ანგარიშგება, განხორციელდეს ერთიან სისტემაში ეფექტურად - დროისა და მატერიალური დანახარჯების მინიმალური ოდენობით და გამჭვირვალედ - ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ყველა ოპერაცია სრულად და ზუსტად აისახება საინფორმაციო სისტემაში და ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება დროის რეალურ რეჟიმში.

სახელმწიფო ფინანსების მართვის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, ასევე,  ფისკალური ანგარიშგებების სისრულის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

·         თვითმმართველი ერთეულების (2 ავტონომიური რესპუბლიკის, 12 თვითმმართველი ქალაქისა და 64 მუნიციპალიტეტის) ბიუჯეტების ინტეგრირება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში (PFMS);

·         სახელმწიფო ერთეულების მიერ დაფუძნებული ან/და მათდამი ანგარიშვალდებული/კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (გარდა საჯარო სკოლებისა) და არასამეწარმეო (არამომგებიანი) იურიდიული პირების ეკონომიკური აქტივობიდან მიღებული შემოსავლებისა და განხორციელებული გადახდების მოქცევა სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში (PFMS);

·         თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული ან/და მათდამი ანგარიშვალდებული/კონტროლს დაქვემდებარებული სსაიპ-ებისა და ააიპ-ების (გარდა საბავშვო ბაღებისა) ანგარიშების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა და მათ მიერ ეკონომიკური აქტივობიდან მიღებული შემოსავლებისა და განხორციელებული გადახდების ინტეგრირება სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში (PFMS) და სხვ.

სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) შემდგომი განვითარება გულისხმობს:

·         მიმდინარე ბიზნეს-პროცესების დახვეწას, გამარტივებას და არსებული საინფორმაციო სისტემის მოდერნიზებას;

·         სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო სისტემის გაფართოებას და ახალი ფუნქციონალების/მოდულების შემუშავებას;

·         დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული ხაზინის მთავარი წიგნის სრულად შემოღებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის და ჩანაწერის ერთიან სისტემაში ინტეგრირებას, IPSAS-ზე დაფუძნებული ერთიანი ანგარიშთა გეგმის შემოღებას და მთავრობის აქტივ-პასივების ბალანსის არსებობას დროის რეალურ რეჟიმში, რაც, თავის მხრივ, ხელს შუწყობს საბიუჯეტო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების ზრდას და მენეჯმენტისთვის ინფორმაციების მომზადებას საფინანსო რესურსების ეფექტიან ხარჯვაზე გადაწყვეტილებების მისაღებად.

 


კითხვა-პასუხი
ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის /ქვითარი/ წარმოდგენა სავალდებულოა?
პასუხი
სტატისტიკა და ანალიტიკა
ეროვნული ბანკის კურსი
12 დეკ. 2017
USD 2,6673
EUR 3,1466
GBP 3,5678
სრულად